მწკრივები და სერიები
,,დედაენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა
ერთნაირად ამამოძრავებელი ძალაა და ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის
ძალ-ღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა’’
ვაჟა-ფშაველა
ქართული ენა ეკუთვნის მაღალი აგებულების ენათა
დასს.
იაკობ გოგებაშვილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა
მთავარი მიზანი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არის მოსწავლეთა წერითი მეტყველების
უნარის დახვეწა და შესწავლილი მასალის გამოყენებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების,
არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განმტკიცება. მხოლოდ გარკვეული ცოდნა თუ უნარი, შემოქმედებითი
შემოქმედებითი ჭვრეტის გარეშე, ვერ მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. შემოქმედებითი ჭვრეტა
თავის მხვრივ მაღლი აგებულების ენის შესწავლის
შედეგია. ქართული ენის, კონკრეტულად კი ქარტთული ზმნის მდიდარი ბუნება ხსნის გზას შემოქმედებითი
აზროვნებისაკენ. ამიტომაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს გაცილებით დიდი
პასუხისმგებლობა გვაქვს.
ზმნა ქართული წინადადების ხერხემალია. იგი უნდა
იყოს მოსწავლეთა შესწავლის სამიზნე. გრამატიკის სწავლა, ზოგადად, მრავალ სირთულეს უკავშირდება.
მით უფრო ახლა,როცა სისტემურად ვერ ვუტარებთ ბავშვებს გრამატიკის გაკვეთილებს. ამიტომაც
ყოველი ინტეგრირებული გაკვეთილი ლიტერატურის მრავალფეროვან ტექსტებთან ერთად გრამატიკის
საფუძვლიან შესწავლასაც მოითხოვს.
VII კლასში ლექსიკის, გრამატიკისა და მართლწერის
საკითხებს ვაცნობთ და შეძლებისდაგვარად ვასწავლით ბავშვებს . ზმნის ძირითადი კატეგორიების
შესწავლა საინტერესოა ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი მითხრობა ,,სისხლის’’ მიხედვით. ტექსტიდან
ამოწერილი ზმნები კატეგორიების მიხედვით უნდა გავარჩიოთ. შემდეგ სერიებისა და მწკრივების
რაობას გავაცნობ. თითოეული სერიის მწკრივთა ფორმების შესწავლის შემდეგ შევეცდები შევაჯამო გავლილი მასალა. იმისათვის,რომ მოსაწყენი
შეუძლებელი და განსაკუთრებულად რთული არ გახდეს შეჯამება, რამდენიმე ხერხს მივმართავ
თანმიმდევრულად.
I
___ მოსწავლეების დხმარებით შევადგენ
თითოეული სერიისთვის თვალსაჩინო ტაბულას, რომელზეც გამოხატული იქნება სერიის, მწკრივისა და მწკრივთა
კითხვის გვერდით შესაბამისი ზმნის ფორმა, დრო, კილო, ასპექტი, სავრცობი და მწკრივის
ნიშანი. (დანართი N1) ხოლო ლიტერატურული მასალიდან ამოკრებილი ზმნების
დახარისხება ტაბულის მიხედვით დავავალებ სახლში შესასრულებლად (დანართი N4)
II ___
წინასწარ გამოხატულ ,,უღლების ხეს’’
წარვუდგენ ბავშვებს და ფერად ქაღალდზე გამოჭრილ ზმნის ფორმებს შესაბამისი მწკრივის
ტოტს მივაკრავ (დანართი N2)
III
___ წავუკითხავ ლექსს, რომელშიც ერთი ზმნის
(ვკითხულობ) თერთმეტივე მწკრივის ფორმაა წარმოდგენილი. მოსწავლეებს დავურიგებ რა მოცემულ
ტაქსტს,ოთხ ჯგუფად განაწილების შემდეგ , ვთხოვ ამოწერონ, აწმყოსა და მყოფადის წრის,
II და III სერიის
მწკრივთა ფორმები.
ლექსში ზმნა, მხოლოდ I პირის მხოლობითი რიცხვის ფორმით არის წარმოდგენილი, ჯგუფებმა
უნდა აუღლონ II და III
პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის ფორმები. ( მითითებული მწკრივების მიხედვით.)
(დანართი N3).
მოცემული შემაჯამებელი
მუშაობა შემდეგ მიზნებს ისახავს :
.მოსწავლეები
განამტკიცებენ და გამოიყენებენ სერიებისა და მწკრივების შესახებ შეძენილ ცოდნას;
.განუვითარდებათ
დაკვირვებისა და კვლევის უნარები;
.განუვითარდებათ
სოციალური უნარები.
და, რაც ყველაზე
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხშირ შემთხვევაში მწკრივებისა და სერიების თემა მოსწავლეებისათვის
სირთულეთა ბობოქარ მდინარეს ემსგავსება, მოცემულ მეთოდებითა და აქტივობებით კი მათ
შესანიშნავ საშუალებას ვაძლევ შეუმჩნევლად გადაცურონ ეს ბობოქარი მდინარე. გაკვეთილის
ბოლოს არც ერთ მოსწავლეს არ დაეუფლება გაურკვევლობის, უმოქმედობისა და სირთულის დაუძლევლობის
გრძნობა. როცა მოსწავლე ხალისით ეკიდება ზმნის უღლებას, უშეცდომოდ შეასრულებს მოცემულ
დავალებებს, ჩავთვლი_ მიზანი მიღწეულია,
რაც შეეხება შეფასებას,
რაკი შემაჯამებელ აკვეთილს უფრო ინტერაქტიური თამაშის ფორმა აქვს, შემოვიფარგლები მხოლოდ
განმავითარებელი შეფასების ფორმით.
(თუმცა , აქვე აღვნიშნავ, ასევე შესაძლოა წინასწარ
განსაზღვრული შეფასების რუბრიკის მიხედვით შევაფასოთ განმსაზღვრელი შეფასების ფორმით
ჯგუფები, ან თითოეული მოსწავლე).
|
კრიტერიუმები--
-ქულები
|
9-10
ყოელთვის
|
7-8
ხშირად
|
5-6
ზოგჯერ
|
3-4
იშვიათად
|
1-2
არასდროს
|
|
მონაწილეობს
აქტიურად
|
|
|
|
|
|
|
სწორად აუღლებს
ზმნებს
|
|
|
|
|
|
|
ნათლად აყალიბებს
დასკვნებს
|
|
|
|
|
|
როცა ბავშვები
თავად დამეხმარებიან მწკრივთა მიხედვით ტაბულის შედგენაში, თავად აღმოაჩენენ გარკვეულ
კანონზომიერებას და რამდენიმე ზმნას შეუსაბამებენ აღნიშნული კანონზომიერებით, ისინი
ერთდროულად განამტკიცებენ შეძენილ ცოდნას, იყენებენ მას და ქმნიან ახალ რესურსს საკუთარი
კვლევისა და დასკვნების გაკეთების შედეგად. ეს პროცესი კი არა თუ VII კლასის მოსწავლეებს,
უფროსებსაც საკმაოდ გვახალისებს.
არანაკლებ სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერია
შემდეგი ეტაპი, როცა მოსწავლეთა თვალწინ
,,უღლების ხე აშრიალდება’’ მწკრივთა შესაბამისი ფორმების მიკვრის შემდეგ. მათ უნდა
მოუძებნონ ფერად ფოთოლზე დაწერილ ზმნას სათანადო ტოტზე ადგილი. თითოეული ტოტი კი მინიმუმ
წქვს ფოთოლს დაიტევს. მოსწავლეები ზმნას დაუსვამენკიტხვას და შემდეგ გაარკვევენ რომელ
მწკრივს ,,ტოტს’’, უნდა მიაკუთვნონ, ,,მიაკრან’’ , იგი. არც ერთი მოსწავლე არ აარიდებს
თავს მოცემულ აქტივობას, ამ მხრივაც საყურადღებო საშუალებაა ყველა შესაძლებლობის მოსწავლე
ჩავრთოთ ზმნის უღლების საქმეში.
და ბოლოს, მოცემული ლექსი შეჰმატებს მათ მუშაობას ინტერესს. კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან ქართულ სიტყვის,
ზმნის, მადლმოსილებაში, რაკი ხედავენ ერთი ზმნის თერთმეტივე მწკრივის ფორმას პოეტურ
ტექსტსში, შემდეგ კი შეუსაბამებენ სხვა პირისა და რიცხვის ფორმებს. ასე განამტკიცებენ
შეძენილ ცოდნას.
გაკვეთილის
გეგმა
თემა: მწკრივები და სერიები --- შემაჯამებელი გაკვეთილი.
საფეხური: VII კლასი; ქართული ენა და ლიტერეტურა.
მოსწავლეთა რაოდენობა: 20 . არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები განამტკიცებენ და გამოიყენებენ სერიებისა
და
მწკრივების
შესახებ შეძენილ ცოდნას;
განუვითარდებათ დაკვირვებისა
და კვლევის უნარები, ასევე
სოციალური უნარები.
ეს გ-ით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები : VII 8;
VII 11; VII 12.
რესურსი :
VII კლასის სახელმძღვანელო; დაფა; ცარცი; ფლიპ-ჩატი; მარკერები
და ფერადი ქაღალდები.
ორგანიზება: ა) შესწავლილი ლიტერატურული ტექსტიდან ამოვკრებთ
ზმნის
საერთო- კლასი. ფორმებს დაფაზე ჩამოვწერთ, გავიხსენებთ კატეგორიებს
და
განვსაზღვრავთ
მოცემული ფორმების შესაბამის კატეგორიას.
5წთ
თანმიმდევრობა: დავუსვამთ
იმავე ზმნებს კითხვებს და გავიხსენებთ რომელი სერიის
რომელ
მწკრივს დაესმის იგივე კითხვა. შემდეგ ვიხსენებთ რამდენი
სერია
და რამდენი მწკრივი გვაქვს.
ბ)მოსწავლეებთან
ერთად ვქმნით სერიებისა და მწკრივების ტაბულას,
თითოეული
მწკრივისმახასიათებლების მინიშნებით კატეგორიები
მიხედვით.დაფაზე
გაკრულ ფლიპ- ჩატზე ვწერთ ჩვენს ხელთ
15წთ
არსებულ
ინფორმაციას. (დანართიN1)
ორგანიზება:
გ) ტაბულის შედგენის შემდეგ, გავაკრავ დაფაზე წინასწარ
საერთო-საკლასო. მომზადებულ ,,უღლების ხეს’’ და მაგიდაზე
გავშლი ფერადი
ქაღალდებით გამოჭრილ
ფოთლებს, რომლებზეც სხვადასხვა 10წთ
მწკრივის
ფორმით წარმოდგენილი ზმნა მაქვს დაწერილი;
ფოთლები
ჩაბრუნებულია და მოსწავლეები სათითაოდ გამოდიან
იღებენ
თითო ფოთოლს, კითხულობენ ზმნას, სვამენ შესაბამის
კითხვას და მიაკრავენ საჭირო მწკრივის
ტოტზე. (დანართიN4 )
ორგანიზება: დ) ხის
შემკობისა და შეფოთვლის შემდეგ მოსწავლეებს წავუკითხავ ჯგუფური. ლექსს ,,კითხვა’’ და ,, ზმნის
უღლება’’; კლასს ოტ ჯგუფად გავყოფ,
დავურიგებ წაკითხული ლექსის ტექსტს
და ვტხოვ, მოხემული
ზმნის
I , II და III პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის
ფორმები
დაასახელონ. I ჯგუფი-- აწმყოს წრის მწკრივები,
II ჯგუფი--
მყოფადის წრის მწკრივები, III ჯგუფი --II სერიის
მწკრივები,
IV ჯგუფი-- III სერიის მწკრივები. 8-10წთ
ე) წინასწარ გამზადებულო
ცხრილში აღნიშნავ თითოეული ჟგუფისა და ჯგუფის წევრთა შედეგებს:
2-3წთ
|
კრიტერიუმები--
-ქულები
|
9-10
ყოელთვის
|
7-8
ხშირად
|
5-6
ზოგჯერ
|
3-4
იშვიათად
|
1-2
არასდროს
|
|
მონაწილეობს
აქტიურად
|
|
|
|
|
|
|
სწორად აუღლებს
ზმნებს
|
|
|
|
|
|
|
ნათლად აყალიბებს
დასკვნებს
|
|
|
|
|
|
ვ)ვთხოვ, სახლში ტექსტიდან ამოკრებილი ზმნები აუღლონ ერთად შემუშავებულ
ტაბულის მიხედვით, ან შეამკონ თავიანთ სამუშაო რვეულში ,,უღლების ხე’’.
შეეცადონ: აირჩიონ ზმნა და შეადგინონ ჩანახათიან მოთხრობა ზმნის თერთმეტივე
ფორმა გამოიყენონ.
2-3წთ
რეფლექსია: გაკვეთილი აქტიური
, საინტერესო და სახალისო იყო. მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა და მონდომება შედეგზეც
აისახა.
პატივისცემით ციხისძირის საჯარო სკოლოს
მასწავლებელი:
ხათუნა ღაღანიძე.
2014წ.
12. 12.
|
კრიტერიუმები--
-ქულები
|
9-10
ყოელთვის
|
7-8
ხშირად
|
5-6
ზოგჯერ
|
3-4
იშვიათად
|
1-2
არასდროს
|
|
მონაწილეობს
აქტიურად
|
|
|
|
|
|
|
სწორად
აუღლებს ზმნებს
|
|
|
|
|
|
|
ნათლად
აყალიბებს დასკვნებს
|
|
|
|
|
|
შეფასების რუბრიკა:
დანართი N5
სასარგებლო სტატია იყო ^_^ <3 მსოფლიოში ყველაზე კარგი მასწავლებელი ხართ!
ReplyDelete