პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ეფექტური სტრატეგიების მნიშვნელობა სხვადასხვა ტიპის
შემაჯამებელი
დავალებების შედეგების ხარისხის
გასაუმჯობესებლად
სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
უფროსი მასწავლებელი ხათუნა ღაღანიძე
2019წ.
სარჩევი:
1.
შესავალი
----------------------------------------------------------------- 3
2.
ლიტერატურის მიმოხილვა
-------------------------------------------- 4
3.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
-------------------------------------- 7
4.
პრობლემის გამომწვევი სვარაუდო მიზეზები --------------------- 9
5.
კვლევის მიზანი და ამოცანები
----------------------------------------- 9
6.
კვლევის მთვარი კითხვები და ქვეკითხვები ------------------------
10
7.
მეთოდოლოგია
---------------------------------------------------------- 11
8.
კვლევის განხორციელების ვადები და გეგმა ------------------------ 11
9.
მონაცემთა ანალიზი
---------------------------------------------------- 12
10. ინტერვენციები
----------------------------------------------------------16
11. განხორციელებული
ინტერვენციები ----------------------------------17
12. ინტერვენციის
შეფასება -------------------------------------------------23
13. კვლევის
მიგნებები ------------------------------------------------------ 26
14. რეკომენდაციები
--------------------------------------------------------- 27
15. თვითკრიტიკა
------------------------------------------------------------ 28
16. დასკვნა
-------------------------------------------------------------------- 28
17. ბიბლიოგრაფია
----------------------------------------------------------- 29
18. რეფლექსია
----------------------------------------------------------------30
19. დანართები
----------------------------------------------------------------31
1.
შესავალი
სწავლა სწავლების პროცესი რთული, მაგრამ ყველაზე საინტერესო
და მნიშვნელოვანი საქმიანობაა ყველა ადამიანისთვის; მასწავლებლისთვის კი ეს საქმიანობა
პროფესიული ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობაა
როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული მოსწავლის წინაშე. მასწავლებლის მიერ გაწეული სამსახური
მოსწავლეთა შედეგებით ფასდება. შედეგები კი ყოველთვის არ ამართლებს მოლოდინებს. განსაკუთრებით
საყურადღებოა შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგები. უკვე 24 წელია ვმუშაობ
სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებლად და მუდმივად მაწუხებს შემაჯამებელი დავალებების შეფასების
საკითხი; პრობლემა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში იჩენს თავს, არის მიმდინარე შეფასებისა (საკლასო-საშინაო დავალებები) და შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგების
სხვაობა. რამდენად და როგორ არის დამოკიდებული ეს პრობლემა თავად შემაჯამებელი დავალებების ტიპებსა და შეფასების
ფორმებზე? როგორ შეგვიძლია შემაჯამებელი დავალებების შედეგების
ხარისხის უზრუნველყოფა? ეს ის კითხვებია, რომლებსაც წინამდებარე კვლევის ანგარიშით
შევეცდები ვუპასუხო.
კვლევა შედგება
ლიტერატურის მიმოხილვის, პრობლემის ანალიზის, შერჩეული, შესაძლო და განხორციელებული ინტერვენციების ანალიზისა
და შედეგების შეფასების, რეკომენდაციებისა და თვითკრიტიკისაგან.
2. ლიტერატურის მიმოხილვა
ეროვნული
სასწავლო გეგმით თითოეული საგნის მასწავლებელს აქვს ვალდებულება სემესტრის დასრულებამდე
ჩაატაროს განსაზღვრული რაოდენობის შემაჯამებელი დავალება. შემაჯამებელი დავალება აფასებს
ერთი სასწავლო მონაკვეთის განმავლობაში კონკრეტული თემის, თავის, პარაგრაფის ან საკითხის
ბოლოს საგნის სტანდარტით განსაზღვრულ მიღწეულ შედეგებს. შემაჯამებელი დავალება უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ü
შემაჯამებელი
დავალებებიდან სემესტრში ერთი მაინც უნდა იყოს კომპლექსური ხასიათის და ის უნდა განხორციელდეს
პროექტის სახით, რა დროსაც გამოყენებული იქნება
სხვადასხვა აქტივობა;
ü
შემაჯამებელი
დავალება უნდა მოიცავდეს სტანდარტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა შედეგს;
ü
მითითებული
უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებას ემსახურება შემაჯამებელი
დავალება;
ü
შემაჯამებელი
დავალების ფორმა კი უნდა იყოს მრავალგვარი.
ეს ის ამოსავალი
სახელმძღვანელოა, რომლის შესრულება უპირობოდ სავალდებულოა თითოეული მასწავლებლისთვის.
სახელმძღვანელო, რომელიც ხელ-ფეხს გვიხსნის გავამრვალფეროვნოთ შემაჯამებელი დავალებები,
რათა მაქსიმალურად გამოვავლინოთ მოსწავლეთა ცოდნაცა და უნარებიც. (ქართული ენისა და
ლიეტრატურის სტანდარტი PDF; გვ.15-17 .);
„მრავალ ქვეყანაში ტესტები ცოდნის შეფასების გავრცელებული მექანიზმია,
თუმცა ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება. ტესტირების
გზით ცოდნის შეფასებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი ამბობენ,
რომ ტრადიციული ტესტირება უმთავრესად ინფორმაციის
ცოდნასა და გახსენებაზეა ფოკუსირებული და არ
მოითხოვს გამჭრიახობას აზროვნების პროცესში.
ასაბუთებენ, რომ ტრადიციული ტესტირება არ აფასებს
მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს, გამოიყენონ შემოქმედებითი
აზროვნება ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.
ვინაიდან ქართველ მასწავლებლებს შორის მაღალია
ტესტის, როგორც მოსწავლის ცოდნის შეფასების
მექანიზმის, გამოყენების მაჩვენებელი. გაგაცნობთ
რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა გათვალისწინებასაც ურჩევენ წიგნის ავტორები მასწავლებლებს ტესტების შედგენის დროს: მიუხედავად იმისა, რომ კარგად შედგენილი ტესტი მოსწავლის ცოდნისა და გაგების უნარის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მასწავლებელი უნდა ეცადოს, მოსწავლის შემაჯამელი შეფასებისას მხოლოდ მის შედეგებს
არ დაეყრდნოს. 2. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწავლება და ტესტირება ერთმანეთს შეესაბამება. ეს გულისხმობს, რომ ტესტში მხოლოდ კონკრეტულ განვლილ
მასალაზე უნდა დაისვას აქცენტი. 3. სწავლებისა
და გამეორების დროს მასწავლებელმა საშუალება
უნდა მისცეს მოსწავლეებს, ივარჯიშონ ისეთი
მაგალითების ამოხსნასა თუ დავალებების შესრულებაში,
რომელიც ტესტში იქნება მოცემული. 4. ტესტის
ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა უმოკლეს ვადაში
უნდა მიიღონ ინფორმაცია შედეგების შესახებ.
მასწავლებელმა უნდა ამოკრიბოს ძირითადი შეცდომები
და კლასთან ერთად განიხილოს ისინი. რა თქმა უნდა, განზოგადებით, კონკრეტული მოსწავლის სახელისა თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მიუთითებლად. მასწავლებლებმა
უნდა გაითვალისწინონ, რომ მოსწავლეები სწავლობენ
არა შედეგების გაცნობის, არამედ ტესტის ირგვლივ გამართული დისკუსიის შედეგად. 5. მასწავლებელმა
უნდა გამოამჟღავნოს დადებითი მოლოდინი მოსწავლეების
მიმართ. ეს გულისხმობს ტესტის იმგვარად აგებას, რომ მოსწავლეებს ნასწავლის გამომჟღავნების საშუალება მიეცეთ. 6. ტესტის როგორც შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების მოწინააღმდეგენი
შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას
გვთავაზობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამგვარი შეფასება პირდაპირ ზომავს მოსწავლეთა აქტივობას ცხოვრებისეული ამოცანების
საშუალებით. ალტერნატიულ შეფასებას ავტორები მიაკუთვნებენ: 7. რეცენზიის დაწერას სკოლის გაზეთზე; 8. მოსწავლის პორტფოლიოს შედგენას, რომელშიც შევა მისი ნამუშევრები და შეფასდება მისი სუსტი და ძლიერი მხარეები; 9. წიგნის დაწერასა და ილუსტრირებას პატარა მკითხველებისთვის და ა.შ. ავტორები ალტერნატიული შეფასების ორ ძირითად მეთოდს გვთავაზობენ – მოსწავლის
პორტფოლიოს შეფასებასა და მოსწავლის საგაკვეთილო
აქტივობის შეფასებას.“
( „მასწავლებლის წიგნი შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი
და შიდა სასკოლო“ ავტორთა ჯგუფი: თმთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა
ბოჭორიშვილი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016წ. გვ.19-2; PDF);
უეჭველია, სწავლას, როგორც აქტივობის ერთ-ერთ სახეობას, ის პროდუქტი, ის საგნობრივი
მოცემულობა როდი უნდა ჰქონდეს პირველ რიგში მხედველობაში, რომელთან დაკავშირებითაც
მისი პროცესი მიმდინარეობდა, არამედ იმ ძალების განვითარების მიზანი, რომელნიც ამ პროცესში
აქტივობის მდგომარეობაში მოდიან. .. სწვლაში მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც
იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ
განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას. სწავლაში ძირითადი კონკრეტი
ჩვევა და ცოდნა როდია, არამედ ძალების განვითარება, რომელნიც სწავლის პროცესში ღებულობენ
მონაწილეობას.
მოზარდს
12-13 წლის ასაკში უფრო ღირებულებისათვის ბრძოლის აქტები აინტერესებს, მას სინამდვილის
ახალი სფეროების ინტელექტუალური დაუფლებაც იტაცებს...
(„სასკოლო
ასაკის ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძე გვ.445);
უმნიშვნელოვანესია
ადამიანის მეტყველების შინაგანი და გარეგანი მახასიათებლები. ერთი მხრივ, არსებობს
ენა, როგორც გაგებინების საშუალება მარტივი კომუნიკაციისთვის და, მეორე მხრივ, არსებობს
ენა, რომელიც თავისი ფორმით მეტაფორულია. შემოქმედებითი
ენა __ ეს არის ჯერ დიალოგი საკუთარ შინაგან
მე-სთან, ამ დიალოგისას იბადება შინაგანი აზრობრივი სტრუქტურები. შინაგანი და გარეგანი __ ერთი მედლის ორი მხარეა...
ახალგაზრდები
უფრო მეტად უყურებენ ფილმებს და თამაშობენ თამაშებს, ვიდრე კითხულობენ. ეს არის საუკუნის
მოცემულობა და ამ პირობებს ჩვენ ვერ გავექცევით.
ვიზუალები
__ვხედავ... აუდიალები __ მესმის... კინესთეტიკები __ ვგრძნობ...
მეტაფორული
დავლებები, შთაფეჭდილებების გადმოცემა წაკითხულისა თუ მოსმენილის შესახებ ცვლის ფიქრებსა
და აზრებს, ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი,
რაც სემიოტიკურ უნარებსაც ავითარებს.
ძალიან
მნიშვნელოვანია, ინფორმაციული განათლებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გვქონდეს. კრიტიკა
არ არის ყოელთვის გაკრიტიკება. კამათისას მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილებინოთ
სხვადსხვა აქტუალურ საკითხზე. როცა ვაჩვენებთ ნაწარმოების თუ თამაშის მიხედვით გადაღებულ
კინოვერსიას, სთხოვეთ მათ გააანალიზონ არსებული მსგავსება-განსხვავებები... მოსწავლეებისათვის
აუცილებელია სივრცე და შესაძლებლობა თავად გამოიტანონ დასკვნები...
(„მასწავლებლის წიგნი: გამჭოლი კომპეტენციები“ ავტორები: მანანა რატიანი, მანანა სეხნიაშვილი, მაია
ბლიაძე, ცირა ბარბაქაძე, ნატალია ინგოროყვა, თამარ მოსიაშვილი.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2015წ. გვ.128; 131-132; 182-191).
3. პრობლემა და საკვლევი საკითხი
პრობლემა __ მაღალი აკადემიური
მოსწრებისა და სააზროვნო უნარების მქონე მოსწავლეთა შეფასების შედეგები ხშირად არ ემთხვევა
მოსწავლისა და მასწავლებლის მოლოდინებს. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე 2018-2019
სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს წარდგენილი შემაჯამებელი დავალებების ანალიზმა გამოავლინა შემაჯამებელი
დავალებებში მოსწავლეთა შეფასების დაბალი
შედეგები. ზოგადად, მოსწავლეთა აკადემიური
დონე საშუალოზე მაღალია, შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას კი მოსწავლეებს უჭირთ
გამოავლინონ სათანადო ცოდნა და უნარები.
საკვლვი საკითხი __ საბაზო
საფეხურის მოსწავლეთა საკლასო, საშინაო თუ შემაჯამებელი დავალებების შედეგების ანალიზებმა
მიჩვენა, რომ მიწოდებულ დავალებათა ტიპები განსაზღვრავს მოსწავლის მზაობასა
და ნაშრომის შესრულების ხარისხს, შესაბამისად __ შედეგსაც. საბაზო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებთან
მუშაობაისას განსაკუთრებით საყურადღებო და გასათვალისწინებელია მოზარდების ასაკობრივი
თავისებურებები, ინტერესები და ემოციური მდგომარეობა.
თითოეული მოსწვლე ინდივიდია, მასწავლებელი კი ვალდებულია ყოველი დავალება ყოველი მოსწვლისათვის
შესაძლებელი, საინტერესო, მოსაწონი, სწავლის
შედეგების ზუსტი დიაგნოსტირების მომცემი
იყოს. სწორედ ამ საკითხთა უგულვებელყოფა და სრული სისავსით გაუთვალისწინებლობა იწვევს
პრობლემას, რომელიც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მთავარ საკითხად იქცა.
ზემოთ აღნიშნული პრობლემა გახდა მიზეზი დავკვირვებოდი მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების
შედეგების დინამიკას. ჩემი ყურადრება მიიპყრო შემაჯამებელი დავალებების ანალიზებმა,
რომლებსაც 2013-2014 წლიდან ანგარიშის სახით წარვადგენ კათედრაზე; თუმცა, იმასაც აღვნიშნავ,
რომ შემაჯამებელი დავალებების შეფასებითა და შედეგებით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული,
რადგან ეს არა მხოლოდ მოსწავლის აკადემიური
მოსწრების დადგენის საშუალება იყო ჩემთვის,
არამედ ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგის სურათიც, საერთო ჯამში კი შემაჯამებელი
დავალებები საშუალებას მაძლევდა გამეკონტროლებინა სწავლისა და სწავლების ხარისხი ერთდროულად. წლების განმავლობაში შემაჯამებელ
დავალებას ჰქონდა სტანდარტული სახე და შეფასების
სტანდარტული ფორმა. ინოვატორობა მასწავლებლის არა სასურველი, არამედ
აუცილებელი თვისება თუ ნიჭია, ცოტა დაუმორჩილებლობაც სტანდარტული დავალებების ფორმებთან
და შეიძლება მოსწავლესა და საკუთარ თავშიც კი აღმოაჩინო ახალი ძალები, ამოუწურავი შესაძლებლობები. თანამედროვე სწავლა/სწავლების სტრატეგიები
ნამდვილი ფუფუნებაა ამ თვალსაზრისით. მასწავლებელი სკოლის, სახელმწიფოს წინაშე იღებს
ვალდებულებას ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე. თუმცა, საშუალებები, რომელთა ეფექტური გამოყენებითაც
მივაღწევთ სასურველ შედეგს, უკვე ჩვენს ოსტატობაზეა
დამოკიდებული; აქედან გამომდინარე, შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზი მეხმარება განვსაზღვრო საკუთარი პროფესიული საჭიროებაც
და ვეძებო პრაქტიკის გაუმჯობესების გზებიც. საკვლევი საკითხი
მით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, რაც უფრო მეტად ვუზიარებდი კოლეგებს აზრსა და
გამოცდილებას, ასევე ვიღებდი მათგან უკუკავშირს;
აღნიშნული საკითხი პრობლემური იყო სხვადასხვა დისციპლინის მასწავლებლებისთვისაც.
საბაზო საფეხურის წარჩინებულ (არამხოლოდ) მოსწავლეთა დამოკიდებულებაც მიღწეული შედეგებისადმი მნიშვნელოვანი პირობაა კვლევისათვის.
4.
პრობლემის
გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები:
პირველ სემესტრში
გამოვლენილ პრობლემას განაპირობებს რამდენიმე სავარაუდო მიზეზი.
·
წერითი მეტყველების დაბალი დონე, სალიტერატურო ენის
ნორმების ზედაპირული ცოდნა;
·
საკითხის/საკითხების სწავლა დაზეპირებით, რაც ხანმოკლე მეხსიერებას განაპირობებს;
·
სტანდარტული
ტიპის დავალებების სიჭარბე ;
·
საგნის სტანდარტით
მითითებული მიმართულებების ზედაპირული
გამოყენება ;
·
მოსწავლეთა
დაძაბულობა და დაბალი მოტივაცია.
5.
კვლევის
მიზანი და ამოცანები:
მიზანი: ეფექტური და საინტერესო სტრატეგიებით, სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი დავალებებითა და
შესაბამისი შეფასების რუბრიკებით მოსწავლეთა მაღალი მოტიაციისა და ინტერესების უზრუნველყოფა შემაჯამებელი დავალებების უკეთესი ხარისხით შესრულებისა
და მაღალი შედეგების მიღწევის მიზნით.
ამოცანები:
·
დავადგინო,
რამდენად მნიშვნელოვანია გამოცდილებით სწავლა შემაჯამებელი დავალებების მაღალი ხარისხით
შესრულებისათვის;
·
რამდენად განაპირობებს შედეგების გაუმჯობესებას სტანდარტული
ტიპის დავალებების შემცირება შემაჯამებელი
წერითი დავალებების შერჩევისას;
·
მაქსიმალურად
გავითვალისწინო სამივე მიმართულბის გამოყენება სხვადასხვა შემაჯამებელი დავალბის შერჩევისას;
·
დავალებათა სირთულე და მოცულობა შევუსაბამო მოსწავლეთა
შესაძლებლობებს;
·
გავითვალისწინო
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ-ემოციური თავისებურებები მოტივაცისა და განწყობის გასაუმჯობესებლად.
6.
კვლევის
მთავარი კითხვები და ქვეკითხვები:
კვლევის მთავარი კითხვა იყო: როგორ შეიძლება უზრუნველვყოთ მოსწავლეთა აკადემიური
შესაძლებლობებისა და სხვა უნარების მაქსიმალური რეალიზება შემაჯამებელი დავალებების
შესრულების დროს შედეგების გასაუმჯობესებლად?
მთავარ
კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა
ვუპასუხო ქვეკითხვებს: 1) რომელი სტარტეგიების გამოყენება
იქნება უფრო ეფექტური შემაჯამებელი დავალებების შედეგების გასაუმჯობესებლად?
2) როგორ შეიძლება
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ინტერესებს მოვარგოთ შემაჯამებელი დავალებები?
3) რამდენად იგებენ და იმახსოვრებენ გაკვეთილებზე
მიწოდებულ მასალას?
4) როგორ გავააქტიურო
მოსწავლეთა სალიტერატურო ენის ნორმების ცოდნა შემაჯამებელი დავალებების შესრულების
დროს?
7. მეთოდოლოგია:
კვლევის ეფექტურად წარმართვისათვის გამოვიყენე კვლევის მეთოდების ორივე ჯგუფი: რაოდენობრივი (ანკეტირება,) და თვისებრივი (დაკვირვება,
დიალოგი, ფოკუს-ჯგუფი);
ანკეტირების
მიზანი იყო პასუხები გამეცა კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. დაცული იყო ანონიმურობა მაღალი სანდოობის
მიზნით; დაკვირვების საშუალებით კვლევის კონკრეტულ
ელემენტებზე გავამახვილე ყურადღება; დიალოგები კოლეგებსა და მოსწავლეებთან შესაძლებლობას
მაძლევდა გამომევლინა საკვლევი საკითხისადმი
მათი დამოკიდებულებები, პოზიციები, შეხედულებები; ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით
თვალს ვადევნებდი მოსწავლეთა აზრების ჩამოყალიბების
პროცესს; აღნიშნულმა მეთოდმა ასევე დამაფიქრა,
რატომ ფიქრობენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები ასე და არა სხვგვარდ შემაჯამებელ დავალებათა შესახებ.
8
.კვლევის განხორციელების ვადები და გეგმა:
N
|
თვეები
აქტივობები
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
1
|
პრობლემის
შერჩევა
|
+
|
||||
2
|
კათედრის
წევრებთან შეხვედრები / დიალოგი
|
+
|
+
|
+
|
+
|
|
3
|
დაკვირვება
|
+
|
+
|
|||
4
|
კითხვარის
შედგენა
|
+
|
||||
5
|
ფოკუს-ჯგუფის
მომზადება/ჩატარება
|
+
|
+
|
+
|
||
6
|
ანკეტირება
|
+
|
+
|
|||
7
|
მონაცემთა
ანალიზი
|
+
|
+
|
+
|
||
8
|
ინტერვენციების
დაგეგმვა და განხორციელება
|
+
|
+
|
+
|
||
9
|
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
+
|
+
|
|||
10
|
კოლეგებისთვის
კვლევის შედეგების გაცნობა.
|
+
|
პრაქტიკული კვლევის განხორციელების მიზნით გამოვიყენე
უბრალო და ჩართული დაკვირვება. კათედრაზე გაანალიზებული
პირველი სემესტრის შემაჯამებელი დავალებების შედეგები გახდა საკვლევი საკიხის მიზეზიც
და დაკვირვების საგანიც. დავაკვირდი ჩემ მიერ მიწოდებულ დავალებათა ტიპებს, და მოსწავლეთა
შესაძლებლობებს. შემდეგ კი ჩართული დაკვირვებით შევეცადე დამედგინა პრობლემა წერითი შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას
ყველა მოსწავლისათვის ერთნაირად იკვეთებოდა თუ არა. ასევე დავაკვირდი, რა იცვლებოდა
შემაჯამებელი დავალებების ტიპის შეცვლის შედეგად მოსწავლეთა მოტივაციასა თუ მიღებულ
შეფასებათა პროცენტულ მაჩვენებლებში.
9.
მონაცემთა ანალიზი:
პირველადი ანკეტირების შემდეგ ასეთი სურათი მივიღე:
1)
მასწავლებელთა
ანკეტირების შედეგები: კითხვაზე უმეტესად
რა ტპისა და ფორმის დავალებებს
აწვდით მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილისათვის?
პასუხები ასე გადანაწილდა: ა) __ 9 მასწავლებელი; ბ) __1; გ) __1; დ)__1.

იყენებთ თუ
არა საგნის სტანდარტით გათვალისწინებულ მიმართულებებს შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვისას?
კითხვაზე პასუხი ცალსახა და ნათელი იყო: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ყველა
წევრი იყენებს ყოველთვის__ 4 მასწავლებელი;
ხოლო დანარჩენი 8 მასწავლებელი __ ხშირად.

კითხვაზე რამდენად ეფექტურად იყენებენ
მოსწალეები გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას შემაჯამებელი დავალებების შესრულების დროს? მასწავლებელთა
უმეტესობა თვლის, რომ მოსწავლეებს უჭირთ გამოავლინონ სათანადო ცოდნა და უნარები;

მასწავლებელთა აზრით, რამდენად მოტივირებულნი არიან
შემაჯამებელი დავალებების შესრულებისათვის მოსწავლეები, ასეთი შედეგი მივიღე:

მოსწავლეთა ანკეტირების
შედეგები :
ასრულებენ თუ არა შემაჯამებელ დავალებას ხალისით:

როგორ იყენებ სალიტერტურო ენის ცოდნას შემაჯამებელი
დავალებების შესრულების დროს:

მოსწავლეებისათვის ყველაზე მისაღები შემაჯამებელი
დავალებაა სხვა ტიპის დავალებები, ყველაზე ნაკლებად კი ზეპირი მოხსენება.

შემაჯამებელი
დავალებების შეფასების რუბრიკებთან დაკავსირებით მოსწავლეთა ანკეტირებამ შემდეგი სახე
მიიღო:

10. ინტერვენციები
მიღებულ
ინფორმაციასა და გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმე ინტერვენციები:
·
პირველი
სემესტრის შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩავატარე ანკეტირება, რომლის მიზანიც იყო
დამედგინა შემაჯამებელი დავალებების შესრულების პროცესთან დაკავშირებული სირთულეები,
რაც მოსწავლეთა შეფასებაზე ახდენდა გავლენას. ანკეტირება ჩავატარე როგორც საბაზო საფეხურის
სხვადსხვა აკადემიური დონის მოსწავლეებთან ( სულ 15 მოსწავლე VII-IX კლასი), ასევე ჩემი, უცხო ენებისა და საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრის წევრ მასწავლებლებთან
( 12 მასწავლებლი).
·
ანკეტირების
შედეგების ანალიზის გათვალისწინებით კათედრაზე დაიგეგმა და გადაწყდა შემაჯამებელი დავალებების სახვადასხვა
ტიპების გამოყენების აუცილებლობა; ასევე კათედრაზე
გადავწყვიტეთ განსხვავებული სტრატეგიებით მიგვეწოდებინა ყოველი შემაჯამებელი დავალება
მოსწვლეთათვის;
·
მოსწავლეთა
ანკეტირების საფუძველზე კი შევეცადე მოსწავლეთა ჩართულობით შეგვემუშავებინა შეფასების
რუბრიკები კლასში; ამას მიმდინარე თუ საკლასო
სამუშაოს შესრულების დროს ტრადიციულად ვასრულებდი ჩემს მოსწავლეებთან მეხუთე კლასიდანვე,
თუმცა არასოდეს გამომიყენებია შემაჯამებელი დავალებებისათვის. მოსწავლეთა გამოკითხვამ
კი ცხადყო, რომ შემაჯამებელი დავალება მათთვის უფრო შედეგიანი იქნებოდა თუ თავადაც
მიიღებდნენ მონაწილეობას შეფასების რუბრიკების შემუშავებაში;
·
დავგეგმე
და ჩავატარე მრავალფეროვანი სტრატეგიებით მიწოდებული სხვადახვა ტიპის შემაჯამებელი
დავალებები; (ზეპირი შემაჯამებელი, მინი-პროექტი, არჩევითი დავალება, ფილმი და რეცენზია,
ანიმაცია და შთაბეჭდილება, კლასიკური მელოდია და ესე დღის მნიშვნელოვან საკითხზე.)
·
ჩავატარე
მოსწავლეთა ანკეტირება ბოლო შემაჯამებელი დავალებების შესრულების შემდეგ, დაგეგმილი
და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების მიზნით.
11. განხორციელებული ინტერვენციები
პირველი ინტერვეცია
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ანკეტირების ანალიზის შემდეგ განვახორციელე. მოსწავლეებს შევთავაზე მომზადებულიყვნენ ზეპირი შემაჯამებელი დავალებისათვის. მივაწოდე
დასამუშავებელი საკითხი და მათთან ერთად შევიმუშავე ზეპირი შემაჯამებელი დავალების
შეფასების რუბრიკა ე.ს.გ.-ს გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად. განსაკუთრებულ
სირთულედ მიიჩნიეს დროის ლიმიტის დაცვა; ამიტომაც სანამ შემაჯამებელ გაკვეთილს ჩავატარებდი,
მანამ რამდენიმე გაკვეთილი სწორედ ერთად შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით შეფასებულ
ზეპირ დავალებებს დავუთმე, შეფასების დროს განსაკუთრებული კოეფიციენტი სწორედ დროის
ლიმიტის დაცვას მივანიჭე (თუმცა, ეს კოეფიციენტი ისევ შევცვალე შემაჯამებელი დავალების
შეფასების რუბრიკაში). აქტივობამ შედეგი გამოიღო, რადგან უკვე დაგეგმილ ზეპირ შემაჯამებელ
დავალებას მოსწავლეთა ძირითადმა ნაწილმა კარგად
გაართვა თავი. ჩემთვის რამდენიმე მოსწავლის შესაძლებლობები და შედეგები განსაცვიფრებელი
იყო, საშუალო და აკადემიური მოსწრების მქონე
რამდენიმე მოსწავლემ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მართალია, მცირე უარყოფითი მხარე მაინც შეინიშნა, რადგან ერთმანეთის მოსაზრბებსა და
არგუმნტებს იყენებდნენ, თუმცა დაბალი შეფასება
მაინც არავის დაუმსახურებია.
შემდეგი
შემაჯამებელი დავალებისთვის კლასთან ერთად მოვამზადე მინი-პროექტის გეგმა. მინი-პროექტი სახელმძღვანელოში შესწავლილი პოეტური ნაწარმოებების კომპლექსურ შეჯამებას ითვალისწინებდა,
შესწავლილი ლექსის ანალიზი სიტყვიერად, ინტერპრეტაცია __ ჩანახატის, ილუსტრაციის, აპლიკაციის
ან მაკეტის სახით, ლექსით შექმნილი შთაბეჭდილება კი მუსიკის შესაბამებით; აქედან გამომდინარე,
შემაჯამებელი დავალება კომპლექსური იყო; გამოვიყენე ორგანიზების
განსხვავებული, შემაჯამებელი დავალებისთვის უცხო, ფორმა __ ჯგუფური მუშაობა; ჯგუფის
თითოეული წევრი პასუხისმგებელი იყო წარმოდგენილი პრეზენტაციის ხარისხსა და შეფასებაზე;
ლექსები ფარული კენჭისყრით გადავუნაწილე და ერთკვირიანი ვადა მივეცი, რათა განეხორციელებინათ
პროექტის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები. ერთი სასწავლო კვირის შემდეგ წარმოდგენილი პრეზენტაციით შევაფასე მოსწავლეთა
საქმიანობა, როგორც მორიგი შემაჯამებელი დავალება. შედეგები აქაც სახარბიელო იყო, თან
აშკარად გამოვლინდა მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია.
შემაჯამებელი დავალება, როგორც აღვნიშნე კომპლექსური იყო, ამიტომაც სტანდარტით გათვალისწინებული ინდიკატორების მაქსიმუმი დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, ამ ტიპის შემაჯამებელმა ხელი შეუწყო სხვადასხვა ინტელექტისა და დასწავლის
ტიპის მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას.
აღნიშნული შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის
შემდეგ კვლავ მივმართე მასწავლებელთა და მოსწავლეთა ანკეტირებას. რათა გამერკვია რამდენად
გაუმჯობესდა შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგები განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ;
ანკეტირების შემდეგ მაინტერესებდა,
ისეთივე ძალისხმევით შეეძლოთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს არამხატვრული, ოფიციალური
სტილის გამოყენებით ტექსტის შექმნა, როგორც
ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით ახერხებდნენ ტესტური
დავლებების შესრულებას და ლიტერატურული ესეს წერას. ამ ინტერესისა და სტანდარტით გათვალისწინებული
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაკვეთილებზე შევიტანე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები (პერიოდულად თემისა
და მიზნის შესაბამისად ხშირად ვიყენებ ფილმებს
გაკვეთილებზე); შემდეგ მოვამზადე მოსწავლეები
რეცენზიის დასაწერად. მიცემული დავალების გამარტივების მიზნით, შევიმუშავე ფილმისთვის მორგებული რეცენზიის ფორმა. კლასში
ნანახი დოკუმენტური ფილმის ( რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმები;
VII
კლასში ნახეს დოკუმენტური
ფილმი ნიკო ბურის შესახებ, ხოლო IX კლასში __ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.) ჩვენების შემდეგ
გავაცანი შემუშავებული გეგმა, მივეცი მითითებები, ნათელი ინსტრუქცია და ვთხოვე საშინაო დავალების შესრულება. შემდეგ
გაკვეთილზე კლასში განვიხილეთ შესრულებული
სამუშაო; მხოლოდ ამის შემდეგ განვუცხადე შემაჯამებელი დავალების თემა, დაწერის დრო
და ფორმა ზუსტად. შემაჯამებელი დავალებების შესასრულებლად გამოვიყენე დაწყვილებული
გაკვეთილები, მივაწოდე ინფორმაცია ფილმის შესახებ და ვაჩვენე მხატვრული ფილმი, (VII კლასში ნახეს ნოდარ დუმბაძის მოთხობის მიხედვით გადაღებული „ძახილი“
რეჟისორი __ გუგული მგელაძე; IX კლასში კი ამავე რეჟისორის
გადაღებული ფილმი __ „ფესვები“); ფილმის ჩვენების
შემდეგ დავურიგე სამუშაო ფურცლები რეცენზიის
დასაწერად. მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური, ხოლო მოტივაცია მაღალი იყო. იმდენად მონდომებით მუშაობდნენ მიწოდებული
შემაჯამებელი დავალების შესრულებისას, რომ შეფასების მაღალი შედეგების მოლოდინიც მქონდა. მართალია, დაბალი ქულა მხოლოდ რამდენიმე
მოსწვლემ მიიღო და ძირითადად საშუალო, მაღალი
და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს, მაგარმ გამოიკვეთა რამდენიმე ახალი პრობლემა.
აღმოჩნდა, მოსწავლეებს უჭირთ გამოავლინონ ოფიციალური სტილისთვის დამახასიათებელი წერითი
უნარები. ამის გამო, შემდეგი გაკვეთილები დავუთმე ოფიციალური სტილით წერის საკითხს.
ჩემი კვლევისთვის
მთავარი საკვლევი საგანი მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინებაა, ამიტომაც
კვლავ მივმართე დაკვირვებისა და დიალოგის
მეთოდებს; დაკვირვებამ და დიალოგმა დამაფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, რამდენიმე აქტივობა სალიტერატურო
ენის ნორმების ცოდნის გააქტიურებისა და განმტკიცების მიზნით ჩამეტარებინა. ამ მიზნით
მივმართე ლიტერატურული ტექსტის შესწავლის შემდეგ ბარათულ მუშაობას. ბარათებზე მოსწავლებს
გამოტოვებულ ადგილებზე უნდა დაესვათ საჭირო სასვენი ნიშნები, ჩაემატებინათ სიტყვები
მართებული ფორმით, სტილისტურად გაუმართავი
წინადადებები ჩაეწერათ სწორი ფორმით.
შემდეგი შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვისას
გადავწყვიტე მიმეწოდებინა არჩევითი ტიპის
შემაჯამებელი დავალება; დავალებებს ერთნაირი
შეფასების რუბრიკით ვასწორებდი, მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა სალიტერატრო ენის ნორმების
დაცვას. ეს მოსწავლეებმა იცოდნენ წინასწარვე.
ასეთი სტრატეგიით ჩემი კვლევისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი
გავარკვიე; კერძოდ, მოსწავლეებს მივეცი არჩევანის უფლება __ სამი საკითხიდან შეეძლოთ მათთვის სასურველი ერთი
საკითხის მიხედვით დაეწერათ ესე; ეს არ არის
ახალი მიდგომა ესეს წერის შემაჯამებელი დავალებების შესრულებისთვის, თუმცა ბოლო დროს იშვიათად მივმართავდი. შეფასების
რუბრიკა, რომელიც კვლავ მოსწავლეებთან ერთად
შევიმუშავე, მათგან მოითხოვდა მეტ ყურადღებას სალიტერატურო ენის ნორმების დასაცავად (10 ქულიდან
სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა 7 ქულით ფასდებოდა.) ამ ფაქტის გაცნობიერებამ მოსწავლეთა
სასურველი განწყობა განაპირობა. ისინი ორიენტირებულნი იყვნენ მაქსიმალური სიზუსტით გამოეყენებინათ შესწავლილი გრამატიკული ფორმები. მინდა აღვნიშნო,
რომ რამდენიმე გაკვეთილზე
კლასში წინასწარ ჩატარებულმა ბარათულმა მუშაობამ სასურველი შედეგი
გამოიღო. მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალების
წერით ნაშრომებში სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის შემთხვევა თითქმის
მინიმუმი იყო.
წერა განსაკუთრებით
ითხოვს შინაგან აზროვნებას. წერითი მეტყველების კულტურა საკმაოდ განსხვავდება
ზეპირი მეტყველების კულტურისაგან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შემაჯამებელი
დავალებების შესრულების სირთულისა ესეცაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, როგორც სკოლის
კათედრის, ასევე სხვა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
ბევრი სტრატეგიაც გვიძებნია ამ სირთულის დასაძლევად. პრობლემის
კვლევის მიზნით მეც მივმართე შინაგანი
მეტყველების გააქტიურების ხერხებს. ერთი ასეთია,
მაგალითად, კლასიკური მელოდიის ფონზე დღის მნიშვნელოვანი საკითხის გადმოცემა თვისუფალი ესეს ფორმით. ამ
აქიტვობას ხშირად მივმართავ მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად. ამ დროს დაძაბულობა
თითქმის გამქრალია, მთლიანად ერთვებიან მელოდიით შექმნილ გარემოში და ისე წერენ მათთვის იმ დღის მნიშვნელოვან
ამბავს. შეფასების რუბრიკაში კრიტერიუმთა ცვლილება
გავაცანი ბავშვებს, კერძოდ, ყურადრება გავამახვილე სათქმელის გადმოცემის ოსტატობაზე და მივუთითე __ „მნიშვნელოვანი საკითხის
გამოკვეთა“ და „საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემა“. ალიტერატურო
ენის ნორმების დაცვა კვლავ აქტუალური მოთხოვნა იყო, თუმცა შეფასების კოეფიციენტი წინა შემაჯამებელი დავალების რუბრიკისგან განსხვავებით 5 ქულით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული სამუშაოების
ჩატარების შემდეგ მოსწავლეებს გამოვუცხადე შემაჯამებელი დავალების დღე და შევახსენე დაგეგმილი აქტივობის
ინსტრუქცია, შეფასების რუბრიკაც. ამის შემდეგ ჩატარებულმა შემაჯამებეელი დავალების
შეფასების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე სუსტი აკადემიური მოსწრებისა და
დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლეებმაც კი
საინტერესო ესეები შექმნეს.
სემესტრის
ბოლო შემაჯამებელი წერის ჩატარებამდე შესაძლებლობა მომეცა დავსწრებოდი
ქალბატონ მაია ინასარიძის მასტერკლასს
ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასტერკლსმა
კიდევ ერთხელ დამანახა დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმბის გამოყენების მნიშვნელობა
რამდენად დიდია გაკვეთილზე. ასევე მოგვაწოდა შეფასებისათვის საჭირო საინტერესო ინსტრუმენტები. გაგვიზიარა შესანიშნავი ანიმაციური
თუ დოკუმენტური ფილმები, რომელთაგან ერთ-ერთი გამოვიყენე რესურსად შემაჯამებელი წერისთვის. ტექსტითა თუ მუსიკით,
სხვადსხვა მხატვრის რეპროდუქციის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილების გადმოცემის ხერხებსა და სტრატეგიებზე
ხშირად ვამუშავებდი საგაკვეთილო პროცესში; შედეგებიც ძირითადად სახარბიელო იყო. გადავწყვიტე ერთ-ერთი ანიმაცია „KIWI” შემეტანა შთაბეჭდილებით
წერისათვის. შევიმუშავე შეფასების რუბრიკა, რომლის ძირითადი
მოთხოვნა შექმნილი შთაბეჭდილების გადმოცემა
და საკითხისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვა იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო პრობლემის
იდენტიფიცირება და საკუთარი გამოცდილებით პრობლემის ანალიზი. ავუხსენი მოსწავლეებს კრიტერიუმების
მოთხოვნები და მივაწოდე შემაჯამებელი დავალების ინსტრუქცია; შემდეგ ვაჩვენე ზემოხსენებული შესანიშნავი ანიმაცია საოცარ, მოხერხებულ, მიზანსწრაფულ და მიზნისთვის
თავგანწირულ არსებაზე და ვთხოვე შეფასების რუბრიკისა და მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინებით დაწერათ
შექმნილი შთაბეჭდილება. ორივე კლასში (VII-IX) მონუსხულები ადევნებდნენ თვალს ამ სამწუთიან ფილმს,
მივხვდი, რომ განმეორებითი ჩვენება აუცილებელი
იყო რამდენიმე დეტალის უკეთ გასააზრებლად, რადგან ნამდვილი შთაბეჭდილება, სწორედ დეტალებით
იქმნება. დარჩენილი 35 წუთი კი მოსწავლეები
მუშაობდნენ შემაჯამებელ დავალებაზე.
გამახარა იმ ფაქტმა, რომ არც ერთ მოსწავლეს (ორივე კლასში) არ უფიქრია თუნდაც
ერთხელ ჩაეჭყიტა თანაკლასელის ნაშრომში. ისინი ისეთი გულმოდგინებითა და სერიოზულობით მოეკიდნენ ამ დავალებას, როგორსაც
ვნატრობდი ხშირად . ლამის მეც დამავიწყდა,
რომ შემაჯამებელ წერას ვატარებდი. მოსწავლეთა ასეთმა დამოკიდებულებამ შესასრულებელი
დავალებისადმი შედეგების ხარისხზეც იმოქმედა. მოსწავლეებს ძირითადად დადებითი შედეგები ჰონდა.
12. ინტერვენციების შეფასება
კვლევის
პროცესში დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კვლევის
პრობლემის აღმოსაფხვრელად. თითოეული ჩარევა იყო უკეთესი შედეგის მომტანი და ეფექტური
ახალი საკითხის გათვალისწინების აუცილებლობის დასადგენად. განმეორებითმა ანკეტირებამ,
რომელიც ბოლო ინტერვენციის განხორციელების
შემდეგ ჩვატარე შემდეგი სურათი აჩვენა:



მოსწავლეებმა კითხვაზე, რომელი შემაჯამებელი დავალების
შესრულებაში დაიმსახურეს თავიანთი შესაძლებლობბის მიხედვით უმაღლესი შეფასება, პასუხები
ასე გადაანაწილეს:

საბოლოო ჯამში, კვლევის პროცესში განხორციელებული
ინტერვენციებითა და შესრულებული შემაჯამებელი დავალებების გაანალიზებით ნათელი გახდა შედეგების გაუმჯობესება, რაც პროცენტულად
ასე გამოიყურება:

13.კვლევის
მიგნებები
კვლევა ერთ-ერთი
საუკეთესო საშუალებაა პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. სწორედ კვლევის შედეგად
შეგვიძლია მივაგნოთ იმ პრობლემებსა და სირთულეებს, რასაც მოზარდებთან ურთიერთობისა
თუ საგნის სწავლების დაძლევის დროს ვაწყდებით. ყოველთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის
დამოკიდებულება სასწავლო საგნისა და თავად პროცესის მიმართ. მოსწავლე უკეთ ასრულებს
მიწოდებულ დავალებას, როცა მას აქვს გამოცდილებით შეძენილი ცოდნა და შინაგანი მოტივაცია.
რა თქმა უნდა, შემაჯამებელი დავალება გარეგანი მოტივაციის დაკმაყოფილების საშუალებაცაა,
მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია გავააქტიუროთ შინაგანი მოთხოვნილებები; ამის უზრუნველყოფა
არ გაგვიჭირდება, როცა ვეცდებით გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ უნარები,
შესაძლებლობები და ინტერესები. ყველაზე მნიშვნელოვანი
სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტია, რომელიც უნდა
მოვარგოთ მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. კვლევის პროცესში პრობლემის სწორი
იდენტიფიკაცია და დასახული გეგმა განაპირობებს კვლევის ეფექტურობას.
გამოიკვეთა
შემდეგი მიგნებები:
მოსწავლე შემაჯამებელ
დავალებაში უკეთეს შეფასებას იმსახურებს, როცა
1)
ზუსტად
იცის შეფასების რუბრიკა, რომლის შემუშავებაში თავადაც მონაწილეობს;
2)
უკეთ
ასრულებს დავალებას, როცა თავისუფალ აზროვნებსა და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებს
პირობა;
3)
კომპლექსური
დავალებების შესრულება ყველაზე ეფექტური საშუალებაა შემაჯამებელი დავალებების შედეგების
გასაუმჯობესებლად;
4)
პროექტების შეტანა შემაჯამებელ დავალებად აუცილებელია
სემესტრში ერთჯერ მაინც;
5)
მრავალფეროვანი
სტრატეგიებით მიწოდებული დავალებებით ყოველთვის
უკეთეს შეფასებას იმსახურებს მოსწავლე.
14. რეკომენდაციები
კვლევის მიგნებებიდან და განხორციელებული ინტერვენციებიდან
გამომდინარე, შემაჯამებელი დავალებების შედეგების გასაუმჯობესებლად სასურველია გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი.
·
მოსწავლეებთან
თანამშრომლობა და მათთან ერთად საკითხების წინასწარ დამუშავება ამარტივებს შემდგომ
სამუშაოებს და ხსნის იმ დაძაბულობას, რის გამოც ხშირად ვერ ავლენენ ცოდნას.
·
სალიტერატურო
ენის ნორმების დაცვა აუცილებელი პირობაა ყველა ტიპისა თუ ფორმის დავალებების შესასრულებლად.
ეს აქილევსის ქუსლია, რადგან მოსწავლეები არ არიან გაწაფული ტექსტების რედაქტირებასაში.
კარგი ეფექტი აქვს ბარათულ მუშაობას შემაჯამებელი დავალების შესრულების დაწყებამდე
რამდენიმე გაკვეთილის წინ, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ ნასწავლ სსალიტერატურო
ენის ნორმებს.
·
აუცილებელია,
გამოვიყენოთ შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვისა
და ჩატარების პროცესში აუდიო-ვიდეო თუ სხვა ციფრული საშუალებები, რაც ზრდის მოტივაციას
და ამავე დროს პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მოთხოვნებს,
ასევე გამჭოლ კომპეტენციათა შორის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი კომპეტენციაა.
·
შეფაების
ყველა სტანდარტი უნდა დავიცვათ სწორედ შემაჯამებელი შეფასების რუბრიკის შედგენისა და
გამოყენების დროს; ეს იქნება ობიექტურობა, ვალიდობა, გამჭირვალობა თუ სანდოობა.
·
გავითვალისწინოთ
შემაჯამებელი დავალებების სირთულე და მოცულობა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსწავლეთა ფლუსტრაცია
და გულგრილობა.
15. თვითკრიტიკა
კვლევის პროცესში
დავრწმუნდი, რომ ძლიან ბევრი რამ მრჩებოდა უყურადღებოდ შემაჯამებელი დავალებების გადეგმვის
დროს. კერძოდ, არ ვატარებდი წინასწარ სამუშაოებს
შესწავლილი სალიტერატურო ენის ნორმების
ცოდნის გასააქტიურებლად. ასევე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი კომპლექსურ დავალებებს შემაჯამებელი
საკონტროლო დავალებების დაგეგმვისას. ძირითადად ერთფეროვანი ტესტებით შედგენილი შემაჯამებელი
დავალებები მოსაწყენი და არაფექტურია ცოდნის გამოსავლენად, მიუხედავდ იმისა, რომ ვითვალისწინებდი ყველა შესაძლებლობისა და აკადემიური
მოსწრების მქონე მოსწავლის ინტერესებს. ის მრავალფეროვნება და თავისუფალი მიდგომა,
რომელსაც მივმართავდი საშინაო თუ საკლასო სამუსაოების მიწოდებისას ისეთივე ეფექტურობით
გამომადგა შემაჯამებელი დავალებების შედეგების გასაუმჯობესებლად __ ამისკენ კი სწორედ
კვლევამ მიბიძგა.
16.დასკვნა
კვლევამ დამარწმუნა,
რომ უმნიშვნელოვანესიაა ხშირი და მიზანმიმართული სავარჯიშოების შეტანა მოსწავლეებთან,
შემაჯამებელი დავალებების ვადებისა და შეფასების რუბრკების წინასწარ გააზრებული ცოდნა-გაზიარება;
ფოკუსჯგუფებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების გამოვლენა და გათვალისწინება; აქცენტის
გაკეთება ცოდნასა და შესაზლებლობებზე მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით. ყოველი
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი გახდება შემაჯამებელი დავალებების შედეგების გაუმჯობესების
პირობა, რაც საკუთარი პრაქტიკით გამოვცადე.
17.ბიბლიოგრაფია
1. „განვივითარებისა და სწავლის თეორიები“ დამხმარე სახელმძღვანელო I საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2008
2. მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების სტანდარტის გზამკვლევი“ . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; რედ. მ. ინასარიძე.
2014
3. „მასწავლებლის წიგნი შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი
და შიდა სასკოლო“
ავტორთა
ჯგუფი: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი;
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; 2016
4.
„მასწავლებლის
წიგნი: გამჭოლი კომპეტენციები“ ავტორები:
მანანა რატიანი, მანანა სეხნიაშვილი, მაია ბლიაძე, ცირა ბარბაქაძე, ნატალია ინგოროყვა,
თამარ მოსიაშვილი.
მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015
5. „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძე
6. „სასწავლო და
პროფესიული გარემო“ დამხმარე სახელმძღვანელო III
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008.
7. „სწავლება და შეფასება“ დამხმარე სახელმზღვანელო II
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008.
18.რეფლექსია
კვლევები და სასკოლო პრაქტიკა ნათელი სურათია იმისა
თუ რა მნიშვნელობა აქვს შემაჯამებელი დავალებებისადმი მეტი ყურადღების დათმობას; როგორ იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და უმჯობესდება მათ მიერ
შესრულებული დავალებების ხარისხი მრავალფეროვანი
მიდგომებით.
კვლევის დაწერამდე
სისტემატიურად ვეცნობოდი ლიტერატურას შეფასების, მოტივაციის გაზრდა-ამაღლების, სწავლა-სწავლების
ახალი სტრატეგიების, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარებისა თუ შინაგანი და გარეგანი სამეტყველო ენის ეფექტურად
გამოყენების შესახებ. უწყვეტი თანამშრომლობა
მქონდა საკვლევი საკითხის ირგვლივ ჩემი კათედრის
წევრებთან. ანკეტირებისა და მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგების
გაანალიზების საფუზველზე დავგეგმე, როგორ წარმემართა
კვლევა. შევიმუშავე ინტერვენციები და ეტაპობრივად განვახორციელე ისინი. თითოეული ინტერვენციის
განხორციელების შემდეგ საკვლევი საკითხის ირგვლივ
ახალი დეტალები ვლინდებოდა, რომელთა დაკვირვებაც
საშუალებას მაძლევდა სწორი ჩარევით გამეუმჯობესებინა მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალებების
შედეგები. შედეგებს ვაცნობდი კოლეგებს კათედრაზე
და განვიხილავდით თითოეული სტრატეგიის უპირატესობას. სემესტრის ბოლოს შევსებულმა ანკეტირებამ შესაძლებლობა მომცა ახლებურად დავინახო მოსწავლეთა
შესაძლებლობები, საჭიროებები და ჩემი ძალები,
მივმართო ისინი მიზნობრივად და შესაბამისად მივიღოთ სასურველი შედეგები. შედეგები კი
ნამდვილად თვალსაჩინო აღმოჩნდა.
საბოლოოდ,
კვლევის ანგარიში თავისი შედეგებით გავუზიარე
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებს. ბევრი რამ აღმოჩნდა მათთვისაც საგულისხმო
და გასათვალისწინებელი. მიღებული უკუკავშირით დავრწმუნდი, რომ კვლევა საკმაოდ საინტერესო და ეფექტურია, კოლეგები გაითვალისწინებენ და გამოიყენებენ კვლევის შედეგებით მიღებულ რეკომენდაციებს.
2019წ.
დანართები:
ანკეტირება
მასწავლებლებისათვის
2)
უმეტესად რა
ტპისა და ფორმის დავალებებს აწვდით მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილისათვის?
ა) ტესტური წერითი;
ბ) პროექტი;
გ)ზეპირი მოხსენება;
დ) ესე.
3)
იყენებთ თუ არა საგნის სტანდარტით გათვალისწინებულ მიმართულებებს?
ა) ყოველთვის;
ბ) ხშირად;
გ)ზოგჯერ;
დ) ისვიათად.
4)
რამდენად ეფექტურად იყენებენ მოსწალეები გაკვეთილზე
მიღებულ ცოდნას შემაჯამებელი დავალებების შესრულების დროს?
ა)მოსწავლეების უმეტესობას შეუძლიათ
მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა;
ბ) მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე ახერხებს
ცოდნის მაქსიმალურ გამოყნებას;
გ) მოსწავლეების მცირე ნაწილი ავლენს
საგაკვთილო პროცესში მიღებულო ცოდნის გამოყენებას;
დ) ვარც ერთი მოსწავლე ვერ ავლენს
გაკვეთილზე მიებულ ცოდნას.
5)
შემაჯამებელი დავალებების შესრულებისადმი მოსწავლეთა
მოტაივაცია არის:
ა) მაღლი;
ბ) საშუალო;
გ)დაბალი;
დ) არ დავკავირვებივარ.
ანკეტირება მოსწავლეთათვის:
1)
შემაჯამებელ დავალებებს ხალისით ვასრულებ:
ა) ყოველთვის; ბ)ზოგჯერ; გ) არასოდეს.
2)
როგორ იყენებ
სალიტერტურო ენის ცოდნას შემაჯამებელი დავალებების შესრულების დროს:
ა) წერის და მეტყველების დროს ყოველთვის ვითვალისწინებ სალიტერატურო ენის
ნორმებს;
ბ) ზოგჯერ ვიყენებ;
გ) არ ვაკვირდები სალიტერატურო ენის ნორმებს, მთვარია შემაჯამებლის დასრულება.
3)
კარგად ვწერ ან ვაბარებ:
ა) ტსტურ დავალებებს;
ბ)ზეპირ მოხსენებას;
გ) სხვა ტიპის დავალებას.
4)
შემაჯამებელი დავალებების შეფასების რუბრიკა თქვენთვის
ა) ყოველთვის გასაგებია;
ბ) ნაცნობია, რადგან ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას მის შედგენაში;
გ) სრულიად უცხოა;
5)
შემაჯამებელი დავალებების შეფასების რუბრიკის შექმნაში
მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რათა მაღალი შეფასება დავიმსახურო:
ა) კი; ბ) ნაკლებად; გ) არა.
განმეორებითი
ანკეტირება მოსწავლეებთან
1)
დაასახელეთ
ყველაზე საინტერესო შემაჯამებელი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2)
წერა მიადვილდება, როცა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3)
სალიტერატურო ენის დაცვას ვახერხებ, როცა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4)
მეორე სემესტრში ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე შემდეგ
შემაჯამებელში/ შემაჯამებლებში:
ა) შთაბეჭდილებით წერაში;
ბ) ფილმის რეცენზიაში;
გ) ლექსებზე მომზადებულ ჯგუფურ პროექტში;
დ) არჩევითი სეს დაწერაში;
ე)
ზეპირ მოხსენებაში.
შემაჯამებელი დავალების ანალიზი
კლასი: მე-7 და მე-9
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა მეორე სემესტრში: 5
შემაჯამებელი დავალების
შესრულების ფორმა : წერითი,
ზეპირი,.
მოსწავლე
|
მიღებული ქულა
დავალება
N1
|
მიღებული ქულა
დავალება
N2
|
მიღებული ქულა
დავალება
N3
|
მიღებული ქულა
დავალება
N4
|
მიღებული ქულა
დავალება
N5
|
1
|
9
|
10
|
9
|
10
|
10
|
2
|
7
|
8
|
8
|
9
|
10
|
3
|
8
|
8
|
7
|
9
|
10
|
4
|
7
|
7
|
6
|
9
|
9
|
5
|
10
|
10
|
10
|
10
|
10
|
6
|
10
|
10
|
10
|
9
|
10
|
7
|
8
|
9
|
9
|
10
|
9
|
8
|
10
|
10
|
10
|
9
|
10
|
9
|
10
|
9
|
10
|
10
|
10
|
10
|
9
|
9
|
9
|
9
|
9
|
11
|
7
|
7
|
8
|
7
|
10
|
12
|
8
|
8
|
10
|
9
|
10
|
13
|
9
|
10
|
9
|
9
|
10
|
14
|
8
|
9
|
10
|
9
|
10
|
15
|
10
|
10
|
10
|
10
|
10
|
საგნობრივი სტანდარტის
შესაბამისად , ე.ს.გ. სტანდარტით მისაღწევი შედეგები კონკრეტული დავალებების მიხედვით:
N
|
ჩატარებული შემაჯამებელი დავალების N
|
საგნობრივი
სტანდარტის შესაბამისად, რომელ მისაღწევ შედეგზე გადის?
|
1
|
N-1
|
ქართ.საბ.
1 ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება;
ქართ.საბ. 2
ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით.
ქართ.საბ 6
ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ტექსტების შედარება და მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე;
ქართ. საბ. 9 ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა
და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი
ან/და წერითი მეტყველების დროს)
ქართ.საბ. 10
სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული
მიზნით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).
ქართ.საბ. 11
ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა
და ადეკვატურად გამოყენება;
|
2
|
N-2
|
ქართ.საბ.5
მოსწავლემ უნდა შეძლოს: ტაქსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით (მაგ. ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროსა თუ სივრცეში გადანაცვლებით);
ქართ.საბ.7
საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის
შეფასება; ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუტება;
ქართ.საბ.8
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო
სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს);
ქართ. საბ. 9 ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა
და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი
ან/და წერითი მეტყველების დროს);
ქართ.საბ. 10
სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული
მიზნით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).
ქართ.საბ. 11
ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა
და ადეკვატურად გამოყენება;
|
3
|
N-3
|
ქართ.საბ.5
მოსწავლემ უნდა შეძლოს: ტაქსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით (მაგ. ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროსა თუ სივრცეში გადანაცვლებით);
ქართ.საბ.7
საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის
შეფასება; ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუტება;
ქართ.საბ.8
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო
სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს);
ქართ. საბ. 9 ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა
და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი
ან/და წერითი მეტყველების დროს);
|
4
|
N-4
|
ქართ.საბ.7 საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება; ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა-დასაბუტება;
ქართ.საბ.8
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო
სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს);
ქართ. საბ. 9 ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა
და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი
ან/და წერითი მეტყველების დროს);
ქართ.საბ.8
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო
სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს);
|
5
|
N-5
|
ქართ.საბ.5
მოსწავლემ უნდა შეძლოს: ტაქსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით (მაგ. ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროსა თუ სივრცეში გადანაცვლებით);
ქართ.საბ.7 საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება; ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა-დასაბუტება;
ქართ.საბ.8
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო
სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს);
ქართ. საბ. 9 ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა
და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი
ან/და წერითი მეტყველების დროს);
|
შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა ზეპირი მოხსენებისათვის
(პირველი შემაჯამებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
ქულათა მაქსიმუმი
|
1
|
მეტყველებს გამართული სალიტერატურო
ენის ნორმების დაცვით;
|
3
|
2
|
იცავს დროის ლიმიტს ზუსტად__ 3
წუთი;
|
3
|
3
|
სრულად შეესაბამება თემას
|
2
|
4
|
მსჯელობა გამყარებულია არგუმენტებით
|
2
|
პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა
(მეორე შემაჯამებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
ქულები
|
1
|
სწორად ამოიცნობს
ლირიკული გმირის სათქმელს; აანალიზებს მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს
|
3
|
2
|
აკეთებს საინტერესო
და ტექსტის შესაბამის ინტერპრეტაციას ჩანახატით, აპლიკაციით ან მაკეტით; შეუსაბამებს
მელოდიას.
|
3
|
3
|
ეფექტურად თანამშრომლობს
ჯგუფში და პასუხისმგებელობით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
|
2
|
4
|
იცავს დროის
ლიმიტს
|
2
|
შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა ფილმის რეცენზიისთვის
(მესამე შემაჯამებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
ქულათა მაქსიმუმი
|
1
|
ფლობს ინფორმაციას ნანახი ფილმის რეჟისორისა და
მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი მსახიობის(მსახიობების ) შესხებ.
|
2
|
2
|
სწორად გადმოსცემს ნანახის შინაარსს.
|
2
|
3
|
წერს და ასაბუთებს ფილმის დადებით მხარეებს.
|
2
|
4
|
წერს და ასაბუთებს ფილმის უარყოფით
მხარეებს.
|
2
|
5
|
გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას
ნანახისადმი; მოყავს დასამახსოვრებელი შთამბეჭდავი ფრაზა ფილმიდან.
|
2
|
თავისუფალი
ესეს შეფასების რუბრიკა
(მეოთხე
შემაჯამებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
ქულა
|
1
|
ავლენს დამოუკიდებელ აზროვნებასა და ზოგად განათლებას
|
3
|
2
|
საკუთარი დამოკიდებულების შესაბამისად იყენებს არგუმენტებს
შესწავლილი მხატვრული და არა მხატვრული ტექსტებიდან;
|
2
|
3
|
ლექსიკა მდიდარია, შეინიშნება ორიოდე სტილისტური ხარვეზი
|
2
|
4
|
დაცულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური ნორმები.
|
2
|
5
|
იცავს პუნქტუაციის წესებს
|
1
|
შეფასების რუბრიკა შთაბეჭდილებით წერისათვის
(მეხუთე შემაჯამებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
ქულათა მაქსიმუმი
|
1
|
ასათაურებს ნანახ ფილმს.
|
2
|
2
|
ამოიცნობს და
აანალიზებს ანიმაციით შექმნილ შთაბეჭდილებას.
|
3
|
3
|
განიხილავს პრობლემას და აკავშირებს
თავის გამოცდილებასთან, მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
|
3
|
4
|
იცავს სალიტერატურო ენის ნორმებს
|
2
|
შემაჯამებელი დავალებების
შედეგები პროცენტულად
N1
შემაჯამებელი
|
N2
შემაჯამებელი
|
N3
შემაჯამებელი
|
N4
შემაჯამებელი
|
N5
შემაჯამებელი
|
|
კლასის
საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში
|
8,6%
|
8,9%
|
9%
|
9,2%
|
9,8%
|